1. სისტემაში შესვლა (ავტორიზაცია) 🔑
- პირველ რიგში გაიარეთ ავტორიზაცია ვებრენტზე – შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტა და პაროლი (რაც რეგისტრაციისას მიუთითეთ)
- შემდეგ გადადით თქვენს ვებსაიტზე. თქვენს ვებსაიტზე შესვლა შეგიძლიათ როგორც
webrent.ge
-ზე ჩემი ვებსაიტები–ს გვერდიდან, ასევე პირდაპირი ბმულით (მაგ:webrent.ge/თქვენი-საიტი
).
2. სამართავი პანელი
თქვენს საიტზე შესვლის შემდეგ, სამართავ პანელში გადასასვლელად, ვებსაიტის მენიუში აირჩიეთ მომხმარებელი > სამართავი პანელი.
სამართავი პანელიდან შეგიძლიათ:
- შეცვალოთ ვებსაიტის პარამეტრები (ვებსაიტის ფერები, ლოგო, ფონტები და ა.შ.)
- დაამატოთ ან შეცვალოთ გვერდები.
- ატვირთოთ ფოტოები, ვიდეოები ან ფაილები
- დაამატოთ ბლოგ პოსტები, პორტფოლიო, პროექტები.
- მართოთ სხვა პარამეტრები…
3. კონტენტის დამატება (პოსტები, პორტფოლიო, პროექტები…) ✍️
-
სამართავ პანელში მარცხენა მენიუდან აირჩიეთ “პოსტები” > “დამატება”
-
მიუთითეთ სათაური და ჩაწერეთ მთავარი ტექსტი ქვემოთ
- სურვილისამებრ დაამატეთ მთავარი სურათი (მარჯვენა მენიუშია მოცემული მთავარი სურათის ფანჯარა)
-
სურვილისამებრ მიუთითეთ კატეგორიები და თეგები
-
ბოლოს დააჭირეთ “გამოქვეყნება”-ს
4. შინაარსის რედაქტირება
-
მარცხენა მენიუდან დააჭირეთ “გვერდები” > ყველა გვერდი (იგივე მიდგომა ვრცელდება პოსტებზე, პორტფოლიოსა და პროექტებზე)
-
აირჩიეთ გვერდი, რომლის რედაქტირებაც გსურთ (მაგ: მთავარი, ჩვენ შესახებ და ა.შ.)
-
დააჭირე “ჩასწორება”-ს – და შემდეგ გაიხსნება რედაქტორი.
-
დააჭირეთ სასურველ სექციას, და დაარედაქტირეთ ინფორმაცია.
- შეგიძლიათ სურვილისამებრ გადაანაცვლოთ სექციების თანმიმდევრობა. ან დაამატოთ ახალი ქვემოთ მოცემული “სექციის დამატება” ღილაკის მეშვეობით.
5. Webrent პარამეტრები (ფერი, ლოგო, ფონტები და სხვა) 🎨
-
სამართავი პანელის მენიუდან შედით “Webrent პარამეტრები” (მარცხენა მენიუში მესამე)
-
Webrent პარამეტრებში მოცემულია რამდენიმე სექცია:
- ძირითადი: საიდანაც შეგიძლიათ შეცვალოთ ვებსაიტის ძირითადი პარამეტრები, როგორიცაა: ლოგო, მთავარი ფერი, მომრგვალების კუთხე, ფონტი და სხვა.
- Header: ვებსაიტის ზედა ნაწილი, საიდანაც შეგიძლიათ გააკონტროლოთ ლოგოს ზომები.
- Footer: ვებსაიტის ქვედა ნაწილი, საიდანაც შეგიძლიათ შეცვალოთ ისეთი ინფორმაციები როგორიცაა:
- შიდა გვერდები: მოცემულია პოსტების, პორტფოლიოსა და პროექტების შიდა გვერდების პარამეტრები. (როგორიცაა: ჩანდეს თუ არა შიდა გვერდზე თარიღები? და სხვა)
- საკონტაქტო ინფორმაცია: თქვენი ელ. ფოსტა, ტელეფონი და სხვა ინფორმაცია რომელიც გამოჩნდება ვებსაიტის “კონტაქტი”-ს გვერდზე და ასევე საკონტაქტო ფორმის სექციაზე.
- ცვლილებების შეტანის შემდეგ არ დაგავიწყდეს “დამახსოვრების” ღილაკზე დაჭერა.
დამატებითი რჩევები
-
ყოველთვის გამოიყენეთ “დამახსოვრების” ღილაკი, რათა შეტანილი ცვლილებები არ დაიკარგოს.
-
გამოიყენეთ Google Chrome ბრაუზერი უკეთესი გამოცდილებისთვის.
💬 თუ რაიმე გაუგებარია ან დახმარება გჭირდებათ, დაგვიკავშირდით info@webrent.ge