რა არის ჰოსტინგი და რატომ არის მნიშვნელოვანი შენი ვებსაიტისთვის?
როდესაც ვებსაიტის შექმნაზე ფიქრობ, ხშირად გვესმის სიტყვები „დომენი“, „ჰოსტინგი“, „სერვერი“… წინა სტატიაში დომენზე ვისაუბრეთ, ახლა დროა გავიგოთ, რა არის ჰოსტინგი და რატომ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი, თუნდაც თვითონ არ აწყობდე ვებსაიტს.
ჰოსტინგი მარტივად რომ ვთქვათ…
წარმოიდგინე, რომ შენი ვებსაიტი არის სახლი. დომენი არის მისამართი, რომლითაც სტუმრები პოულობენ სახლს. ჰოსტინგი კი არის მიწა, რომელზეც შენი სახლი დგას. თუ მიწა არ გაქვს ვერც სახლს ააშენებ.
როგორ მუშაობს?
ჰოსტინგი არის სპეციალური სერვერები, რომლებიც ინახავენ შენს ვებსაიტს — ყველა ფაილს, ტექსტს, სურათს, კოდს. სერვერები მომხმარებლებს აწვდიან ამ ყველაფერს, როცა ისინი თქვენს ვებსაიტს ეწვევიან.
რატომ არის ჰოსტინგი მნიშვნელოვანი?
-
სიჩქარე და სტაბილურობა – თუ ჰოსტინგი ნელა მუშაობს, შენი ვებსაიტიც ნელა იტვირთება
-
უსაფრთხოება – ხარისხიანი ჰოსტინგი იცავს შენს საიტს ჰაკერებისგან და ვირუსებისგან
-
24/7 ხელმისაწვდომობა – კარგი ჰოსტინგი იძლევა გარანტიას, რომ შენი საიტი ყოველთვის ჩართულია
-
მნიშვნელობა SEO-სთვის – Google-სთვის მნიშვნელოვანია საიტის სიჩქარე და სტაბილურობა – რაც ჰოსტინგზეა დამოკიდებული
ჰოსტინგის ტიპები და განსხვავება
ტიპი | ახსნა | ვისთვის არის |
---|---|---|
Shared Hosting | რამდენიმე საიტი იყოფს ერთ სერვერს | დამწყებებისთვის, მცირე ბლოგისთვის |
VPS (Virtual Private Server) | იზოლირებული სივრცე საერთო სერვერზე | საშუალო ბიზნესისთვის |
Cloud Hosting | საიტი ინახება რამდენიმე სერვერზე ერთდროულად | სტაბილურობისთვის, სკალირებისთვის |
Dedicated Server | მთელი სერვერი მხოლოდ შენს საიტზე მუშაობს | დიდი ვებსაიტებისთვის |
Webrent-ის ჰოსტინგი – შენზე მორგებული გადაწყვეტილება
Webrent-ზე შენს ჰოსტინგზე არ უნდა იფიქრო – ჩვენ უკვე წინასწარ ავარჩიეთ სწრაფი და საიმედო ჰოსტინგი, რომელიც სრულადაა ოპტიმიზირებული თითოეული ვებსაიტისთვის. შენ მხოლოდ ავსებ ინფორმაციას და ვებსაიტი უკვე აწყობილია.
ჰოსტინგი არ არის ის, რაც უშუალოდ ჩანს მომხმარებლისთვის, მაგრამ ის არის ვებსაიტის საფუძველი. როგორც კარგი სახლი ძლიერ საძირკველზე დგას, ისე საიმედო საიტი — კარგ ჰოსტინგზე.
თუ გინდა, რომ შენი ვებსაიტი იყოს სწრაფი, დაცული და საიმედო – და არა უბრალოდ „გქონდეს ვებსაიტი“ – მაშინ ჰოსტინგი გადამწყვეტია.
Webrent მა ამაზე უკვე შენს მაგივრად იზრუნა.